დღეს, 27 მარტს, 15:00 საათზე, ელენე ახვლედიანის სახელობის "ბავშვთა სურათების გალერეაში" გამოფენა "მე მიყვარს თეატრი" გაიხსნება.
გამოფენაში 17 წლის ასაკის ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას. თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გარდა წარმოდგენილი იქნება ძალისისა და საგარეჯოს საჯარო სკოლის მოსწავლეების ნახატებიც.