18 ივლისს საკანონნმდებლო ორგანოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს ევროკომისარი შტეფან ფულე და რამდნიმე ქვეყნის საგარეო საქმეთ მინიტრი, მათ შორის ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. ამის შესახებ, ბიუროს სხდომაზე პარალემენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცახდა.
,, სხდომას ევროკომისარი შტეფან ფულე დაესწრება, რომელიც ამ მოვლენასთან ყველაზე ახლოს იყო და მისი დახმარებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი. ველოდებით სტუმრებს ლატვიიდან და ბულგარეთიდანაც", -განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივლისს მოაწერა. ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან ხელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ მოაწერეს.ხოლო საქართველოს მხრიდან კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პროცედურის მიხედვით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.