დღეს, 27 მარტს, 18:00 საათზე, რუსთაველის თეატრის ფოიეში გაიხსნება გამოფენა "რუსთაველის თეატრი მსოფლიო სცენაზე", რომელიც თეატრის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
ექსპონირებული იქნება რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული პლაკატები და აფიშები, რომლებიც ასახავს რუსთაველის თეატრის გასტროლებს უცხოეთის მრავალ ქვეყანაში (გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, მექსიკა, ინგლისი, საბერძნეთი, იტალია, შვიცარია, საფრანგეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ავსტრალია, არგენტინა, ესპანეთი, ისრაელი, ფინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისლანდია, თურქეთი). რუსთაველის თეატრი მონაწლეობდა ედინბურგის, სერვანტინოს, ადელაიდას, პერტის, იერუსალიმის, ათენის, ჩეხოვის, რეიკიავიკის, სტამბულის, ადანას, შექსპირის XI საერთაშორისო ფესტივალებში.