ავღანეთის ბაზარში მომხდარმა აფეთქებამ 89 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქების შედეგად ხალხმრავალ ადგილზე გარდა დაღუპულებისა დაჭრილია მრავალი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმკვლელი ბაზრის სიღრმეში ავტომობილით შევიდა. ამ დროს ბაზარში მრავალი ადამიანი იმყოფებოდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით თავის თავზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ავღაენთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჯერ ჯერობით ნანგრევებიდან ამოყვანილია 40 ადამიანი. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.
მასალის გამოყენების პირობები