საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქართველოს მსგავსი ტიპის ქვეყნებში საკრებულოს თავმჯდომარეები და დეპუტატები ფუფუნებაში არ უნდა ცხოვრობდნენ. Dდებუტატმა საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა.
,,ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ პოსტებს ზომავენ არა პასუხისმგებლობით, არამედ "ჯიპების" სიდიდით. ღარიბ ქვეყანაში საკრებულოს თავმჯდომარეები და დეპუტატები არ უნდა ცხოვრობდნენ ფუფუნებაში. ჩემი ინფორმაციით, საკრებულოს ემსახურება 38 მანქანა, რაც არანორმალურია. მხოლოდ საწვავში იხარჯება 432 000 ლარი. დღეში იხარჯება იმდენი საწვავი რაც პატრულის ეკიპაჟისთვის. რეალურად, თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, ძირითადად მანქანას მოიხმარენ სამსახურში მოსასვლელად და წასასვლელად. დანარჩენი საწვავი იხარჯება მათი ოჯახის წევრების, ახლობლების აგარაკზე, მაღაზიებში, ბაზრობასა და სხვა ადგილებში წასაყვანად", - განაცხადა ელისაშვილმა.