"თეგეტა მოტორსი" და "სმაილი" ერთობლივ აქციას იწყებენ.
15 ივლისიდან „თეგეტა მოტორსი" და ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „სმაილი" ერთობლივ აქციას იწყებენ. ის მომხმარებლები, ვინც „თეგეტა მოტორსის" ლოიალურ ბარათებს, „თეგეტა ქარდს" ფლობენ (CLASSIC, SILVER, GOLD), 10 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ნებისმიერ ტექნიკაზე „სმაილის" ფილიალში.
კლიენტის მხირდან აუცილებელია მხოლოდ ბარათის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა ქარდ სილვერის" მფლობელები „თეგეტა მოტორსის" ნებისმიერ ფილიალში 5%-მდე, ხოლო „თეგეტა ქარდ გოლდის" მფლობელები - 10%-მდე მუდმივი ფასდაკლებით სარგებლობენ.
თეგეტა ქარდ კლასიკ, სილვერ და გოლდ ბარათების ახალი სისტემა მარტივი და კომფორტულია. თითოეული შენაძენით მომხმარებელს უფროდაუფრო მომგებიანი პირობების მიღება შეეძლება.
თეგეტა ქარდ კლასიკი, სილვერი და გოლდი ქართულ ბაზარზე პირველი ლოიალურობის ბარათებია ავტომობილის მფლობელებისთვის. შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსმა" აღნიშნული ბარათები მომხმარებელს სულ ცოტა ხნის წინ შესთავაზა.
თეგეტა ქარდის მფლობელებს კომპანიისგან სხვადასხვა უპირატესობები ექნებათ: ქულების დაგროვება და დახარჯვის უამრავი შესაძლებლობა, ფასდაკლებები, სპეციალური აქციები და საქართველოში პირველი ონლაინ მომსახურება - „ჩემი ავტომობილის ისტორია" - მომხმარებლის პერსონალური კონფიდენციალური გვერდი ვებ საიტზე, სადაც აისახება „თეგეტა მოტორსში" ავტომობილის მოვლისა და ავტომობილზე გაწეული დანახარჯების ისტორია.
მომხმარებლებს ფასდაკლების სერვისით სარგებლობა შეეძლებათ „სმაილის" შემდეგ ფილიალებში:
თბილისი:
სავაჭრო ცენტრი "თბილისი ცენტრალი" 1 სართული
გლდანი, ხევძმარის 7
ალ. ყაზბეგის 24
ვარკეთილი , ჯავახეთის 24
სავაჭრო ცენტრი მეგალაინი, პავილიონი 29
რუსთავი:
მეგობრობის გამზირი 23.
ბათუმი:
ჭავჭავაძის 31.