საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახა.
შოტლანდიაში გამართული ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა კვიპროსის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე გაგნიძემ გახსნა, 37-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელები სხირტლაძემ დააწინაურა, რასაც ერთ წუთში მოწინააღმდეგე გუნდმა (სოტირიუ). Mეორე ტაიმის 50-ე წუთზე ხაციგეორგიუმ ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ კი ჭანტურიამ (61, 70) ორი გოლით გაიტანა კვიპროსელთა კარში.
მატჩის 72-ე წუტზე უხეში თამაშის გამო ხოჭოლავამ მეორე გაფრთხილება მიიღო და ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრა 10 კაცის შემადგენლობით დაასულეს.
საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ლეგაშვილი, გაგნიძე, ტვილდიანი, დოლიძე, ყაზაიშვილი, ხოჭოლავა, ჭანტურია, კოშაძე (არველაძე, 78), პარუნაშვილი (დრიაევი, 80), სხირტლაძე (ხუბუა, 72), ხარაბაძე. მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.
ჩვენს გუნდში გაფრთხილებები მიიღეს: ლეგაშვილმა (5), ხოჭოლავა (68), ხოჭოლავა (72).