ლუგანსკში საარტილერიო დაცხრილვას 8 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის 1 ბავშვია. დაჭრილია და ჰოსპიტალიზებული 52 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ლუგანსკში, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის პარივსაცემად სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. დაცხრილვის შედეგად დანგრეულია მრავალი საცხოვრებელი სახლი. დაცხრილვის შედეგად ქალაქში გაჩენილია 134 ხანძარი. რომლებიც ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.