გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის რუსეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებებით უკმაყოფილო უკრაინის მოქალაქეებმა, გერმანიის კანცლერის „ფეისბუკის" გვერდს „შეუტიეს". ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მერკელის კომენტარების ქვეშ, სოციალურ ქსელის გვერდზე ათობით ათასი ჩანაწერი გაჩნდა, რომლებიც ძირითადად ამ სიტყვებისგან შედგება: „Danke, Frau Ribbentrop!" (მადლობა, ფრაუ რიბენტროპ).
თავად მერკელი აცხადებს, რომ მისი განცხადებები სეპარატისტებთან მოლაპარაჯებების შესახებ არასწორად იქნა გაგებული. უკრაინაში კი მერკელს ფაშისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოჰან ფონ რიბენტროპს ადარებენ, რომელმაც 1939 წელს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩესლავ მოლოტოვთან მოსკოვში ხელი მოაწერა დამატებით, საიდუმლო ოქმს საბჭოთა კავშირსა და მესამე რეიხს შორის თავდაუსხმელობის შესახებ, რომელივ გავლების სფეროების გაყოფას გულისმობდა.
გარდა მოკლე ფრაზებისა, რომელთა მიხედვითაც მერკელს რიბენტროპს ადარებენ, მის გვერდზე არის ინგლისურენოვანი ჩანაწერები მოწოდებით არ ენდოს ვლადიმერ პუტინს და არც დაიჯეროს უკრაინის კონფლიქტის ეთნიკური შინაარსი.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ბრაზილიაში მოლაპარაკებები გამართა, რომელთა შემდეგაც ისინი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს საკმაოდ გულღიად ურთერთობდდნენ.