გასული ღამის განმავლობაში ბოევიკებმა უკრაინელის სამხრედროების პოზიციები არაერთხელ დაცხრილეს. არის მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, ტერორისტებმა „გრადის" ტიპის დანადგარებიდან, ლუგანკის საცხოვრებელი რაიონები დაცხრილეს.
„არის მსხვერპლი. ღამემ ყველასათვის ძალიან დაძაბულად ჩაიარა. ბოევიკებმა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა აამოქმედეს. დაღუპულთა რაოდენობა ამჟამად ზუსტდება",_ განაცხადა ტიმჩუკმა.