ისრაელში სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის სხდომა გაიმართა რომელმაც ოპერაცია „ურღვევი კლდის", სამხედრო ძალების მობილიზაციისა და ჰაერიდან დარტყმების მიყენების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული მედია ავრცელებს.
სახმელეო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ინფორმაცია არ ვრცელდება.
ოპერაცია სახელწიდებით „ურღვევი კლდე" 8 ივლისს დაიწყო. ებრაული მედიის ინფრომაციით, ამ დროის განმავლობაში ცახალმა ღაზას სექტორში 1.400 სამიზნეზე მეტზე მიიტანა იერიში. პალესტინური წყაროები იუწყებიან, რომ დაღუპულია 170 ადამიანი და 1.200 მდე დაჭრილია.
ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით, ამავე პერიოდის განმავლობაში გამოშვებულია 900 მდე რაკეტა და მათგან 170 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიერ არის ჩამოგდებული. დანარჩენები ღია ადგილზე ან თავად ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაცხრილვების შედეგად ისრაელის მხრიდან დაჭრილია 20 ადამიანი. მსხვერპლი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები