ხვალ, 27 მარტს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას გაუძღვებიან თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ბიუროს გენერალური მდივანი საქართველოში, თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი პროფესორი ლევან ხეთაგური და ბათუმის თეატრის მმართველი, კინორეჟისორი, პროფესორი ზაზა ხალვაში, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მათე ტაკიძე, ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარჯანიშვილის და ახმეტელის პრემიების ლაურეატი გიორგი თავაძე.
თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საჯარო მილოცვაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე "სამოვარ ტეატერეტის~ (ნორვეგია) დასის წევრები.
1961 წლიდან თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თეატრის საერთაშირისო ინსტიტუტი ტრადიციისამებრ ყოველწლიურად მსოფლიოში აგზავნის მილოცავას, რომლის ავტორიც ის თეატრალური მოღვაწეა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მსოფლიო თეატრის განვითარებაში. წელს გზავნილის ავტორია ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჯემე ჯუდი დენჩი.
ბრიტანელი თეატრისა და კინოს მსახიობის, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელის, ბაფტას პრემიის ლაურეატის, დიდების ორდენის კავალერის, ბრიტანეთის საპატიო ორდენის მფლობელის, ჯუდი დენჩის დებიუტი პროფესიულ სცენაზე შედგა 1967 წელს. ლონდონის ეროვნულ თეატრში თამაშობდა ჯულიეტას როლს ფრანკო ძეფირელის სპექტაკლში "რომეო და ჯულიეტა~, 1961 წელს მიიღეს ინგლისის სამეფო შექსპირის თეატრის დასში, გადაღებულია 30-მდე ფილმში, არის ოსკაროსანი მსახიობი.
27 მარტსვე, 18:00 საათზე, ბათუმის თეატრში გაიმართება საქართველოს თეატრალური საზოგადოების აჭარის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონკურსის "სეზონის საუკეთესო სცენური ნაწარმოებების~ გამოვლენის ცერემონია შემდეგი ნომინაციების მიხედვით: საუკეთესო რეჟისურა, ქალისა და მამაკაცის როლების საუკეთესო შემსრულებელი, საუკეთესო თეატრალური მხატვრობა და სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება. ასევე გამოვლინდება წლის საუკეთესო თეატრმცოდნეები და იუსუფ კობალაძის სახელობის პრემიის ლაურეატები.
დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი ქინება გიორგი თავაძის სპექტაკლი "ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით~.