იუსტიციის მინისტრი თეა წულუაკიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცაველბს საკუთარ ბლოგზე ეხმინება და აცხადებს, რომ კარგია,რომ 11 წლის შემდეგ, ვარდების ხელისუფლების ჩვენ მიერ სცენიდან გაყვანას,ადამიანების თავისუფლად ამოსუნთქვას და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ყოფილი პრეზიდენტი მოესწრო.
მისივე განცხადებით, ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.
,,ცვლილება და სიახლე მეც ისევე მსურდა, როგორც სულ ყველას მაშინ.მაგრამ ედუარდ შევარდნაძის შემცვლელად მიშა არ მინდოდა. თუ რატომ,დღეს არ გვინდა ამაზე.არ მიყვარდა და არ მიყვარს პარლამენტში შესვლის კადრები,სადაც ტრიბუნაზე ავარდნილი პირტიტველა ბაჩო ახალაია მოჩანს თავმოწყვეტილი ვარდის ეკლიანი ღეროთი ხელში და ხანში შესული პრეზიდენტის დარბაზიდან გაყვანას ზეიმობს. კარგია,რომ 11 წლის შემდეგ, ვარდების ხელისუფლების ჩვენ მიერ სცენიდან გაყვანას,ადამიანების თავისუფლად ამოსუნთქვას და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ყოფილი პრეზიდენტი მოესწრო. ევროკავშირის გაფართოებაო,შევარდნაძე რომ იტყოდა 90-იან წლებში, ახალგაზრდა „საგარეოშნიკი"ვიყავი და მეღიმებოდა მაშინ,არ მჯეროდა...ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. ამაზე უცხოეთში ყველა ბევრს საუბრობს და მომავალში კიდევ მეტს ისაუბრებს. ჩვენი ქვეყანა მან პირველმა დააყენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და თავისი რეპუტაციით „აიძულა" მაშინდელი უცხოელები,დაენახათ საქართველო მსოფლიო რუკაზე. მან დაამარცხა ქუჩაში მორბენალი კალაშნიკოვები და სტუდენტებს უნივერსიტეტის გზაზე უსაფრთხოდ სიარულის საშუალება მოგვცა. ყველაზე დიდი ოპონენტებიც კი მას უშიშარ და გამჭრიახ პოლიტიკოსად იხსენიებენ, რომელმაც იმ დროის საერთაშორისო ურთიერთობები მთლიანად შეცვალა.სწორედ ეს შევა მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში როგორც ქართული.პატივს მივაგებ გარდაცვლილი პრეზიდენტის ხსოვნას", _წერს წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს 13 ივლისს დუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.ხვალვე სამგლოვიარო ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი სამების ტაძარში 14:00 საათიდან დაიწყება.
ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, უცხოელი სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ექსპრეზიდენტს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.
სამგლოვიარო პროცესია დაიძრება კრწანისის რეზიდენციისკენ.
დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართება 16:00 საათზე.
86 წლის ასაკში საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს 12:00 საათზე დაიღუპა.