,,ედუარდ შევარდნაძეს ისტორია მაღალ დონეზე მოიხსენიებს იმ საქმეებით რომელიც დედამიწაზე ჩაიდინა", _განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა სამების საკათედრო ტაძარში.
მისივე განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი ბრძენი ადამიანი იყო.
,,ედუარდ შევარდნაძე მარტივად რომ ვთქვათ იყო ბრძენი ადამიანი", _განაცხადა ბეიკერმა.
ბეიკერის თქმით, მსოფლიოს ესაჭიროება ედუარდ შევარდნაძის მსგავსი ლიდრები, რომლებსაც შესწევთ უნარი მომავლისკენ გაიხედონ.