გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს დიტრიხ გენშერის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ევროპელი სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელმაც აჩვენა მაგალითი თუ როგორ შეიძლება მსოფლიოს შეცვლა უკეთესობისკენ.
,,დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ედუარდ შევარდნაძეს, ქართველ პატრიოტს რომელსაც თავისი სამშობლო ყველაზე მეტად უყვარდა. ვემშვიდობებით ევროპელ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვთან ერთად არა მხოლოდ მისი იმჟამინდელი სამყარო, არამედ ახლებური აზროვნებითა და ნდობაზე დაფუძნებული ქმედებებით მთელი მსოფლიო შეცვალა უკეთესობისკენ", _განაცხადა გენშერმა სამების საკათედრო ტაძარში.