რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მიერ დაკავებული საქართველოს 16 მოქალაქე ამჟამად ახალგორის რაიონის პროკურატურაში იმყოფება, სადაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
კომიტეტი იუწყება, რომ ჩატარებული გამოძიების შედეგად დაკავებული საქართველოს 16 მოქალაქის ვინაობა უკვე გარკვეულია. ოსური მხარის ინფორმაციით, ესენი არიან: როინ პეტრიაშვილი, ზვიად ბიზიკაშვილი, დავით პაპუკაშვილი, ვანო ქუსრაშვილი, სულიკო ქუსრაშვილი, ზაურ ბიზიკაშვილი, გიორგი პეტრიაშვილი, გიორგი პაპუკაშვილი, მერაბ მიქელიშვილი, ვიტალი თვაური, გურამ საღირაშვილი, ემზარ გიგაური, ალექსანდრე გიგაური, თემურ საღირაშვილი. ისინი ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის მცხოვრებლები არიან, ხოლო ლევან თამარაშვილი და გიგა გვახარია _ თბილისის.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს 16 მოქალაქეს ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ტყის უკანონო ჭრისათვის წაუყენეს.