ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა უზრუნველმყოფი ინსტიტუტების სტაბილურობას ავალდებულებს. ამის შესახებ, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების დღის წესრიგში.
,,ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში პოლიტიკური დიალოგის და რეფორმებისთვის თანამშრომლობის მიზანია დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვის პატივისცემის გაძლიერება, გაერო-სა და ევროსაბჭო-ს ძირითადი კონვენციებისა და შესაბამისი ოქმების შესაბამისად; და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების გზით შიდა პოლიტიკური რეფორმების კონსოლიდაციის ხელშეწყობა. პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმების ქვემოთმოცემული საკითხების იმპლემენტაციის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმების და ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგის 2013 წლის სექტემბრის ანგარიში „საქართველო გარდამავალ პერიოდში" და განსაკუთრებით, ამ ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციები., _ნათქვამია ასოცირების დღის წესრიგში.
ამასთან ასოცირების დღის წესრიგში მითითებულის ის რეკომენდაციები რის მიხედვით, საქართველომ უნდა მოახდინოს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა უზრუნველმყოფი ინსტიტუტების სტაბილურობის, დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაძლიერება.
,,დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა უზრუნველმყოფი ინსტიტუტების სტაბილურობის, დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაძლიერება, განსაკუთრებით შემდეგი გზით: სადაც აღნიშნულია, რომ დემოკრატიის, განსაკუთრებით შემდეგი გზით:,,არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველყოფა, საკანონმდებლო ჩარჩოსა და საარჩევნო ადმინისტრირებაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფისა (IATF) და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს)/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ განსაზღვრული ნებისმიერი ნაკლოვანების აღმოფხვრა, მათ შორის 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებით;კონსტიტუციური ცვლილებების (საჭიროების შემთხვევაში) განხორციელება ქვეყნის შიგნით და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიასთან ყოველმხრივი კონსულტაციების შედეგად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ცვლილებების მდგრადობა;კონსტიტუციის მოქნილობასა და სტაბილურობას შორის ბალანსის გაუმჯობესება და პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილებების გაძლიერება ვენეციის კომისიის No 737/2013 დასკვნის შესაბამისად;კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის როლების პატივისცემის უზრუნველყოფა; პოლიტიკურ სისტემაში შესაბამისი კონტროლისა და ბალანსის უზრუნველყოფა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადის ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე. პარლამენტის როლისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების გაგრძელება; დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელება ევროპის საბჭოს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ქარტიის" შესაბამისად. (CETS No 122)
მართლმსაჯულების სექტორის შემდგომი რეფორმირება, კერძოდ: სასამართლო სისტემისა და პროკურატურის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა, რომლებიც თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური, თუ სხვა არამართლზომიერი ჩარევისაგან; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და გაგრძელება", _ ნათქვამია ასოცირების დღის წესრიგში.