კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით საქართველო გლობალურ აქციაში "დედამიწის საათი 2010" ერთვება.
აქცია ხვალ, 27 მარტს, 19:30 საათიდან 20:30 საათამდე ჩატარდება და მის ფარგლებში საქართველოში თბილისის სატელევიზიო ანძის გარე ელექტროგანათება გამოირთვება და ასევე თბილისის მერიის ძველი შენობა ჩაქრება. მიმდინარეობს მოლაპარაკება მერიის ახალი შენობის გარე განათების ჩაქრობის შესახებაც.
ინიციატივას უკვე შეუერთდნენ სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია" (Radisson Blu Iveria Hotel) და "ეიჩ–ეს–ბი–სი ბანკი" (HSBC Bank Georgia).
დედამიწის დღის აღსანიშნავად, რომელიც 27 მარტს აღინიშნება, აქცია "დედამიწის საათი 2010" მსოფლიოს მასშტაბით იმართება და მას სწორედ აღნიშნული ფორმით აღნიშნავენ.
მასალის გამოყენების პირობები