საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ განაცხადა მხარეებს შორის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და მოახლოებული უელსის სამიტი იქნება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აპატურაი და ფანჯიკიძე მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, თავდაცვისა ევროინტეგრაციის მინისტრებთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ძირითადი მიზანი ნატო-ს უელსის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაა.
აპატურაი საქართველოს 10 ივლისს დატოვებს.