უკრაინის თავდაცვის მინისტრი ვალერი გეტელეი აცხადებს, რომ ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტა უკრაინული დანაყოფების მხრიდან მეტი არ იქნება.
„უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. ამის შემდეგ უკვე რაიმე სახის მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ ბოევიკების მიერ იარაღის დაყრის შემდეგ",_ ნათქვამია თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამას გარდა, უკრაინის თავდაცვის სამიმინისტრო აცხადებს, რომ საავტომობილო გზები სლავინასკიდან არტიომოვსკისა და კრამატორსკის მიმართულებით ბოევიკების მიერ არის დანაღმული.