მეჯლისში შიშობენ, რომ რეფატ ჩუბაროვთან, რომელიც ყირიმის ტერიტორიაზე არ შეუშვეს დაკავშირებული ინციდენტი, შესაძლოა ნებისმიერი ყირიმელი თათრის მიმართ განმეორდეს. განცხადება ამის შესახებ მეჯლისის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ახტემ ჩიიგოზმა გააკეთა.
„მსგავსი ინციდენტი ბადებს შიშს, რომ თითოეული ყირიმელი თათრის მიმართ, რომელიც თავის სამშობლოში იმყოფება და რომელიც თავისი უფლებების შესახებ საუბრობს მსგავსი ღონისძიებები იქნება გამოყენებული. ეს დაუშვებელია.
მეჯლისმა მიიღო გადაწყვეტილება თავისი წარმომადგებლები ყირიმის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგამოებიდან გამოეწვია",_ განაცხადა ჩიიგოზმა.