რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „მიუხედავად მრავალი მოწოდებისა რუსეთისა და საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გრძელდება ძალოვანი ოპერაცია, რომლის შედეგად მშვიდობიანი ადამიანები იღუპებიან". ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი აქვს, რომ „ევროკავშირის ქვეყნებს ადეკვატური რეაქცია ექნებათ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სამოქალაქო მოსახლეობას შორის ახალ მსხვერპლზე".
„უკვე მერამდენედ უნდა მოვითხოვოთ კიევისგან შეწყვიტოს სამოქალაქო ობიექტებისათვის ცეცხლის გახსნა. ალბათ ამას უკვე აზრი არ აქვს. კიევი ყრუა მოწოდებებისადმი შეინარჩუნოს ადამიანის სიცოცხლე. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ქვეყნების ადეკვატური რექციის იმედი გვაქვს, რომ დაგმობს კიევის ხელისუფლების დამნაშავეობრივ პოლიტიკას",_ ნათქვამია ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.