ავსტრიის დედაქალაქ ვენაში თბილისის კულტურის დღეები გაიმართა. კულტურულ ღონისძიებებს ვენის შპიტელბერგის თეატრმა უმასპინძლა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ თითების თეატრის წარმოდგენა ენახათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და გაცნობოდნენ ქართულ, ნაციონალურ კოსტიუმებს. იმავე საღამოს გაიმართა ქართული პოლიფონიური მუსიკისა და ქართველი ჯაზმენების კონცერტი. ვენაში თბილისის კულტურის დღის ფარგლებში, გამართულ ღონისძებებს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები