უკრაინის სახელმწიფო დროშა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკის თავზე აღმართეს. ამ ქალაქს ადრე ბოევიკები აკონტროლებდდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გეტელეიმ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიაწოდა.
გეტელეის თქმით, საქალაქო საბჭოს შენობაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა სამხედროებმა მას შემდეგ აღმართეს რაც შენობის განმნაღმვითი სამუშაოები დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან დონეცკის ოლქის ქალაქები: სლავიანსკი, კრამატორსკი, არტიომოვსკი, კონსტანტინოვკა და დრუჟკოვკა.