მთაწმინდაზე ნიკო ფიროსმანის სიმბოლური საფლავი გაკეთდება, სადაც მხატვრის გამოსახულების მხატვარ გია გურასპაშვილის მიერ შექმნილი ფრესკა დაიდგმება. მემორიალის გახსნა 7 აპრილისათვის იგეგმება.
მთაწმინდის პანთეონში უკვე არსებობს მწერალ ივანე მაჩაბელის სიმბოლური საფლავი.
მომავალში ასევე იგეგმება 1937 წელს რეპრესიების დროს დაღუპულ კულტურის მოღვაწეთა მემორიალის შექმნა.
ნიკო ფიროსმანი 1918 წელს სიღარიბეში გარდაიცვალა, მისი საფლავი ამ დრომდე უცნობია. მხატვრის შემოქმედება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. ფიროსმანის ნახატების უმრავლესობა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
მასალის გამოყენების პირობები