განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამები დამტკიცებულია. ამ მიზნით, დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საგნობრივ ექსპერტებთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული ექსპერტები სამეცნიერო წრეებიდან, რომელებიც 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამებს გაეცვნენ და შეფასება მისცეს.
შაშკინის განცხადებით, 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამები, რომელიც სექტემბერში უნდა დამტკიცებულიყო მარტის ბოლოს მომზადდა, რითაც მოსწავლეებს მეტი დრო მიეცემათ გამოცდებისთვის მოსამზადებლად.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკვე დამტკიცებული 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამებით, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ამჟამად საგამოცდო ტესტებს შეადგენს, რომლის აპრობაციაც მაისში მოხდება. აპრობაციის შემდეგ კი საბოლოოდ დადგინდება საატესტატო გამოცდების მინიმალური კონპეტენციის ზღვარი.
მასალის გამოყენების პირობები