ჩვენ გვინდა ევროპული დემოკრატია და ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს , რაც იმას ნიშნავს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ძალადობა მიუღებელია, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასჯადი ქმედებაა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და სამართალდამცავებს უკანონო ქმედებების დროულად აღკვეთისკენ მოუწოდა.
"არც ერთი მოქალაქე არ დგას კანონზე მაღლა და არ იდგება. ქართული დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი სწორედ ეს არის. ჩვენ გვინდა ევროპული დემოკრატია და სტანდარტები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას",-აღნიშნა პრემიერმა.