ჰამბურგში გარდაცვლილ დავით მარდიანს საქართველოში მომავალ კვირას ჩამოასვენებენ. გადმოსვენებისათვის საჭირო თანხა მთავრობამ გერმანულ მხარეს უკვე გადაურიცხა. სწორედ ჩამოსვენების შემდეგ გადაწყვეტს ოჯახი შეიტანს თუ არა გარდაცვალების ფაქტის გამოსაძიებლად სასამართლოში სარჩელს.
მიმდინარე წლის 7 მარტს დავით მარდიანი ჰამბურგის სადეპორტაციო განყოფილებაში ჩამომხრჩვალი იპოვეს, თუმცა გარდაცვლილის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
დავით მარდიანი გერმანიაში პოლონეთიდან ჩავიდა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები