,,გუშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უგულავას ქვეყნის დატოვება არ ეკრძალებოდა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" დირექტორმა კახა კახიშვილმა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავების კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, პროკურატურას თუ ჰქონდა ვარაუდი, რომ უგულავა ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაშინ გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობით უნდა შესულიყო.
,,გამოძიებას ვარაუდი თუ ჰქონდა და ეს ვარაუდი დასაბუთებული იყო, რომ პირი მიმალვას აპირებდა, მაშინ ლოგიკურად, აღმკვეთის ღონისძიების სახით გიგი უგულავს საქმეზე პატიმრობის შუამდგომლობით უნდა შესულიყო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პატიმრობა არის აღმკვეთის ღონისძიების უკიდურესი სახე რომელიც უნდა შეეფარდოს პირს რამდენიმე შემთხვევაში: თუ პირი მიიმალება, ან თუ პირი თავისუფლების ყოფნის პერიოდში გამოძიებას ხელს შეუშალოს. Aამიტომ პროკურატურას თუ ინფორმაცია ჰქონდა რომ უგულავა მიმალვას აპირებდა პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოში გუშინვე უნდა შესულიყო. საუბარი იმაზე რომ პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ჩამორთმევა იდგა დღის წესრიგში და უგულავას გაქცევის პრევენციას ეს მოახდენდა, ბოლომდე გაზიარებული ვერ იქნება, რადგან გაქცევა არ გულისხმობს მხოლოდ აეროპორტის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან ქვეყნის დატოვებას. ჩვენზე უფრო დაცულ ქვეყნებში შესაძლებელია საზღვრის ისე გადალახვა რომ პირადობის მოწმობაც არ დაგჭირდეს. გუშინდელის მერე რა უნდა დაემატოს პროკურატურის არგუმენტაციას უგულავას მიმალვასთან დაკავშირებით ჩემთვის გაუგებარია. ერთადერთი შესაძლებელია განაცხადონ, რომ უგულავა 4 ივლისს დაკითხვაზე იყო დაბარებული და 3 ივლისს ქვეყნის დატოვებას აპირებდა. გუშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უგულავას ქვეყნის დატოვება არ ეკრძალებოდა. Dდარწმუნებული ვარ, აღმკვეთის ღონისძიების განხილვის დროს დაცვის მხარის ადვოკატები ისაუბრებენ იმაზე, რომ დაკითხვაზე უგულავა 4 ივლისს იყო დაბარებული და გამოცხადდებოდა", _განაცხადა ,,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილი მერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა აიყვანეს. ამ დროისთვის ის მოდულის შენობაში იმყოფება.უგულავა აეროპორტში დილის 06:00 საათზე დააკავეს, იმ დროს, როდესაც ის ,,ნაცმოძრაობის" წევრი გიგა ბოკერია უკრაინაში მიემგზავრებოდნენ.