,,ნაცმოძრაობამ" უწყებათაშორისი კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა პარტია ვეღარ მიიღებს იმ ფარსში მონაწილეობას რასაც მინისტრ წულუკიანის თავმჯდომარეობით გამართული უწყებათაშორისი კომისიის სხდომები ჰქვია.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვეღარ მიიღებს იმ ფარსში მონაწილეობას, რასაც მინისტრ წულუკიანის თავმჯდომარეობით გამართული უწყებათაშორისი კომისიის სხდომები ჰქვია", _განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ,,ნაცმოძრაობამ" კომისია ერთხელ უკვე დატოვა, თუმცა მოგვიანებით კომისიის მუშაობაში მონაწილეობა გადაწყვიტა.