,,ნაცმოძრაობის" წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი კომისია საგამოძიებო ორგანოების ქმედების გამართლებით არის დაკავებული. როგორც ჭიაბერაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუაკიანის კომენტარი ნათელს ხდის, რომ იგი პოლიტიკური ანგარიშსწორებით დაკავებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელში უბრალო იარაღია.
,,გიგი უგულავას საგამოძიებო ორგანოებში მორიგ დაბარებაზე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის კომენტარი, სამწუხაროდ, მისი 12 ივნისის განცხადების გაგრძელებაა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მაშინდელი უპასუხისმგებლო განცხადებაც და ახლანდელი კომენტარიც ნათელს ხდის, რომ იგი პოლიტიკური ანგარიშსწორებით დაკავებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელში უბრალო იარაღია.ქალბატონ წულუკიანს მართებდა, უწყებათშორის კომისიაზე განეხილა გიგი უგულავას საგამოძიებო ორგანოებში მორიგი დაბარების ფაქტი, როგორც ეს ჩვენ მოვითხოვეთ, და მხოლოდ ჩვენი განცხადების საჯარო განხილვის შემდეგ მიეცა შეფასება მომხადრისათვის.მისი წინასწარი კომენტარი საკითხზე ნათელყოფს, რომ უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც სამრთალდამცავების მოქმედებისა თუ უმოქმედობისათვის ადეკვატური შეფასება განვლილი 3 თვის განმავლობაში არასოდეს მიუცია, ამჯერადაც საგამოძიებო ორგანოების ქმედების გამართლებით არის დაკავებული", _აცახდებს ჭიაბერაშვილი, რომელმაც უწყებათასორისი კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.