უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიერ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ სენატორებმა ქრის მერფიმ და სენატის საგარეო საქმეთა ევროპულ საქმეთა სუბკომიტეტის თავმჯდომარემ რონ ჯონსონმა განცხადება გამოაქვეყნეს.
"ვულოცავთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ისტორიულ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც გზას უხსნის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცეს ევროკავშირთან. ეს ხელშეკრულება აღრმავებს, სავაჭრო-ეკონომიკურ და პოლკიტიკურ კავშირებს ევროკავშირთან, რაც ინვესტორებისთვის დამატებითი სტიმული იქნება.
უკრანიამ, საქართველომ და მოლდოვამ ბევრი გააკეთეს, რომ თავიანთი ქვეყნები კიდევ უფრო მიეახლოებინათ ევროპულ სტანდარტებთან, იქნება ეს მარლთმსაჯულებაში, მედიის თავისუფლების კუთხით, რეფორმებით საარჩევნო კოდექსში, გარემოს დაცვის საკითხებში, ადამიანის უფლებების დაცვაში თუ კორუპციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ ხელშეკრულებას, რომელიც საწინდარია ძლიერი და მტკიცე დემოკრატიისა.
მაშინ როდესაც უდაოა რომ ეს ქვეყნები კვლავ განიცდიან სირთულეებსა და ზეწოლას მოსკოვის მხრიდან, ჩვენი კონგრესი ყოველმხრივ შეეცდება მხარი გაუმაგროს უკრაინელ, ქართველ და მოლდოველ ხალხს, რამეთუ მათ გამოხატეს თავიანთი მტკიცე სურვილი დაუახლოვდნენ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს"- ნათქვამია სენატორების განცხადებაში.