საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის დაკავებას ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა კითხვას უახლოეს პერიოდში პასუხი გაეცემა.
,,ბატონი სარკოზი Aარის განსაკუთრებული ჩვენი ხალხისთვის, რადგან იმ მომენტში როცა ჩვენ ძალიან გვიჭირდა სწორედ მისგან ვნახეთ არა მარტო პოლიტიკური და სულიერი, არამედ ფიზიკური მხარდაჭერა, რადგან ის იმყოფებოდა საქართველოში ურთულეს დღეებში. ჩვენ სარკოზიზე რაც გვახსენდება ეს არის მხარდაჭერა", _ განაცხადა მარგველაშვილმა.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნანტერში პოლიციის განყოფილებაში დააპატიმრეს. მას ბრალად სასამართლო პროცესზე ზეწოლის განხორციელება ედება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მცირე ხსნის წინ დაიკითხა მისი ადვოკატიც.
გამოძიების ინფორმაციით, სარკოზი საიდუმლო ტელეფონს იყენებდა იმისათვის, რომ კომპანია „ლორეალის" მფლობელზე ზეწოლა განეხორციელებინა, რომლის საქმეზეც ის დაზარალებულად გადიოდა.
გამომძიებლების ინფორმაციით, სარკოზის 2007 წელს ჩატარებული თავისი საპრეზიდენტო კამპანიისათვის ფული შესაძლოა მოტყუებით მიეღო.
აღსანიშნავია, რომ სარკოზის სატელეფონო საუბრების მოსმენის ნებართვით სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა.