საწვავი გაძვირებას განაგრძობს. საცალო ქსელში დღეიდან „ლუკოილმა" საწვავის ფასი 5 თეთრამდე გააძვირა.
დღეიდან „ლუკოილის" ქსელში "ევრო სუპერი" 3 თეთრით გაძვირდა და მისმა ფასმა 2.30 ლარი შეადგინა. 5 თეთრით მოიმატა „ევრო რეგულარისა" და „პრემიუმ ავანგარდის" ფასმაც და „ლუკოილის" საცალო ქსელში მათი ღირებულება 2.10 ლარი და 2.25 ლარია.3 თეთრითაა გაძვირებული „ევრო დიზელი" და მისი ღირებულება 2.25 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ფასი გაზარდეს სხვა ბრენდულმა ნავთობიმპორტიორებმაც. მაგალითად, „გალფმა" ივნისში ფასების კორექტირება 4-ჯერ მოახდინა, ბოლო დაკორექტირება კი 27 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც კომპანიამ 5 თეთრით გააძვირა ყველა პროდუქტი გარდა გაზისა.
რაც შეხება „რომპეტროლს" კომპანიამ საწავის ფასი გუშინ უკვე გააძვირა. „ვისოლში" კი სასწვავის ფასი ბოლო 1 თვის განმავლობაში 2-დან 5 თეთრამდეა გაძვირებული.