ერთი კვირაა, კობა სუბელიანი დასავლეთ საქართველოში იმყოფება და დევნილებს ხვდება. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში მინისტრმა ბოლო ერთ კვირაში რეაბილიტირებული ათამდე ობიექტი დაათვალიერა, სადაც 250-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული ფართები მათი საკუთრება გახდება.
მინისტრი ფოთში, ხობის ქუჩა #8-ში ყოფილი ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და სრულად გარემონტებული ბინები დაათვალიერა.
აღნიშნულ კორპუსში აფხაზეთიდან დევნილი 13 ოჯახი ცხოვრობს. დევნილებმა მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ 17 წლის განმავლობაში უამრავი პრობლემა დაუგროვდათ. არც სველი წერტილები ჰქონდათ, არც ჭერი, ფანჯრებიდან წყალი შესდიოდათ რის გამოც თითქმის ღია ცის ქვეშ უწევდათ ცხოვრება. რეაბილიტაციის შემდეგ კი ეს ყველა პრობლემა მოეხსნათ.
“ფოთში 15 ობიექტი გარემონტდა, რომელიც დევნილების საკუთრება გახდება. მთლიანად სამეგრელოს რეგიონში კი 166 ობიექტი გავარემონტეთ, მათ შორის ეს ობიექტი ერთ-ერთია, ის მალე დევნილების საკუთრება გახდება” _ აღნიშნა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილებთან შეხვედრისას.
ხვალ მინისტრი ხობში მცხოვრებ დევნილებს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები