გიორგი ასანიძეს ფეხბურთის ფედერაციაში ხმის უფლება რომ ჰქონდე,ს პრეზიდენტად ზვიად სიჭინავას არჩევას დაუჭერდა მხარს. ეს განცხადება უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი ასანიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ზვიად სიჭინავასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტოების კანდიდატია და 1 ოქტომბერს გასამართი არჩევნების წინ იგი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი ასანიძეს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა სიჭინავამ მას გააცნო თავისი სამოქმედო გეგმა თუ რის გაკეთებას აპირებს ფედერაციის პრეზიდენტობის შემთხვევაში. ასანიძე მიიჩნევსა რომ სიჭინავას გეგმები არის მისაღები და თვლის რომ ამ გეგმის განხორციელების შემთხევვაში ქართულ ფეხბურთს წარმატებული განვითარერბის შესაძლებლობა ექნება.
"მას იმდენად კარგი გეგმები აქვს, ხმის უფლება რომ მქონდეს მხარს მას დაუჭერდი" - აცხადებს გიორგი ასანიძე.