საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთში მიმდინარე ელიტ-რაუნდის გათამაშებაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩეხეთის ქალაქ ლანჟოტში დაძაბულ მატჩში მასპინძელი, ჩეხეთის ნაკრები 1:0 დაამარცხეს.
ქართველთაგან გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის ბოლოს, ვალერი ყაზაიშვილმა ლაშა პარუნაშვილის ქუსლით გაკეთებული გადაცემის შემდეგ გაიტანა.
მეორე ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხეს. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ჰოლანდიის ნაკრებმა უკრაინა 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 27 მარტს ჰოლანდიასთან ჩატარებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელსაც ლიხტენშტეინი უმასპინძლებს ჯგუფების გამარჯვებული გადიან. ფინალური ეტაპის საგზურს საუკეთესო მეორე ადგილოსანიც მოიპოვებს.
გიორგი დევდარიანის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ლეგაშვილი, გაგნიძე, ტვილდიანი (კაპ.), დოლიძე, ყაზაიშვილი, ჭანტურია (ხუჯაძე, 80+3), კოშაძე (გიგაური, 54), პარუნაშვილი, სხირტლაძე (გაჩეჩილაძე, 74), ხარაბაძე, ხუბუა.
სატურნირო მდგომარეობა:
1. ჰოლანდია 1 1 0 0 2:0 3
2. საქართველო 1 1 0 0 1:0 3
3. ჩეხეთი 1 0 0 1 0:1 0
4. უკრაინა 1 0 0 1 0:2 0