,,ნაცმოძრაობა" უწყებათაშორისი კომისიის სხდომის მოწვევასა და სხდომაზე გიგი უგუვას დაკითხვაზე დაბარების საკითხის განხილვას მოითხოვს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარებით ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმი დაარღვია.
,,გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარებას განვიხილავთ როგორც ხელის შეშლის მცდელობას, რომ არ შედგეს მისი ვიზიტი, ხოლო მეორე მხრივ ეს არის ზეწოლის გაგრძელება. მოგეხსენებათ გიგი უგულავა არის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და ინტენსიურ მზადების პროცესში ვართ მეორე ტურისთვის. ამიტომ ცალსახაა, რომ დაირღვა წინასაარჩევნო მორატორიუმი, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა რაც ნიშნავდა იმას, რომ დაკითხვაზე დაბარებები არჩევნებამდე უნდა შეწყვეტილიყო, არჩევნები კი ჯერ არ არის დამთავრებული. Aამიტომ ვითხოვთ რომ გაიმართოს უწყებათაშორისი კომისიის სხდომა სადაც მოხდება ამ საკითხის განხილვა", _განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დიდი ბრიტანეთში საქმიანაი ვიზიტით მიემგზავრებოდა სადაც ლორდ ჰარისს, ხოლო უკრაინაში მერს ვიტალი კლიჩკოს უნდა შეხვედროდა, თუმცა დაკითხვაზე დაბარების გამო აღნიშნული ვიზიტი გადადო. უგულავა, ხვალ 30 ივნისს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 12:00 საათზე ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ, ინფორმაციას თავად უგულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.