12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა მარნეულის რეგიონში ფიქსირდება. ცესკო-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ მარნეულში 22.63%-ს მიაღწია.
მეორე პოზიციას ტყიბული, ხოლო მესამე პოზიციას ამომრჩეველთ აქტივობით ზუგდიდი იკავებს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 9 ოლქის 14 უბანზე იმართება.