დღეს, 26 მარტს, მოსკოვში სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საქართველოსათვის" დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. მისი ლიდერი ბიზნესმენი მინდია გულუაა, რომელიც რამდენიმე წელია კრასნოდარში ცხოვრობს.
მინდია გულია აცხადებს, რომ ორგანიზაცია მიზნად ისახავს რუსეთთან არსებული პრობლემების მოგვარებას.
"ეს ორგანიზაცია იქმნება რუსეთში მცხოვრები ქართველები მიერ. ეს არ არის გულუას ორგანიზაცია ეს არის ქართველი ხალხის ორგანიზაცია და სამუდამოდ დარჩება ასე. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითები სომხების დიასპორის, რომელსაც თითქმის 100 წლის გამოცდილება აქვს, ასევე არის აზერბაიჯანელების და სხვა დიასპორები, რომლებსაც აქვთ თავიანთი გარკვეული ძალა რუსეთში მთავრობასთან და რომელთაც შეუძლიათ დაარეგულირონ გარკვეული საკითხები. ჩვენ ეს ძალა უნდა გავხდეთ", _ აცხადებს მინდია გულუა.
პირველად ფართო საზოგადოების წინაშე მინდია გულუა ვლადიმერ ხომერიკთან და ალექსანდრე ებრალიძესთან ერთად "რია ნოვოსტის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გამოჩნდა.
გულუა მაშინ კრასნოდარში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელმძღვანელი რანგში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობდა.