ქართველი კანონმდებლები რუსეთის სათათბიროს მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დაცვის შესახებ ხელშეკრულების განხილვას
საქართველოს წინააღმდეგ ანექსიის გაგრძელებად აფასებენ.
"ეს არის რუსეთის მხრიდან ანექსიის გაგრძელების ქმედებები, თუმცა სამართლებრივი კუთხით ეს ყველა დოკუმენტი არის ბათილი და არავითარი ძალა მათ არა აქვთ სხვა ქვეყნებისათვის და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაშინ როდესაც მოხდება საქართელოს დეოკუპაცია ამ ხელშეკრულებებს ბუნებრივია არავითარი ძალა არ ექნება", _ აცხადებს საქართველოს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პაატა დავითაიას შეფასებით რუსეთი ახორციელებს ანექსიას და საქართველოს ტერიტორიის მთლიან კონტროლს იღებს.
"იგი არც კი განიხილავს აფხაზეთს აფხაზებისათვის, იმიტომ რომ რეალურად ე.წ. სასაზღვრო ჯარების შემოყვანა, ბაზების მშენებლობა და ხელშეკრულებების გაფორმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის მხრიდან ანექსირებულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილები _ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი", _ აცხადებს დავითაია.