,,ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ჩვენ ვხდებით ევროპული ბაზრის ნაწილი", _განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
,,განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ჩვენ ვხდებით ევროპული ბაზრის ნაწილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 500მილიონამდე მსყიდველუნარიან მოქალაქეს აერთიანებს და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 13 ტრილიონ ევროს აღწევს. ესარის ძალიან საინტერესო ბაზარი ნებისმიერი ბიზნესმენისთვის და ბუნებრივია ქართულ ბიზნესს მიეცემა ახალი იმპულსი,საქართველოში დამზადებული პროდუქტი კი იქნება ევროპული ხარისხის და, ბუნებრივია, საინტერესო როგორც ევროპის,ისე მსოფლიოს სხვა ბაზრებისთვის.მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო ამ ხელშეკრულების შედეგად ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის,ენერგეტიკის, ეკოლოგიის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები. ეს ნაბიჯები ჩვენ უფრო დაგვაახლოებსევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან", _აცხადებს პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები