პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელმაც ასეთი რანგის ხელშეკრულება გააფორმა.
,,ძვირფასო თანამემამულეებო,დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა -საქართველომ დღეს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირებისხელშეკრულებას და ჩვენ გავხდით პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელმაც ასეთი რანგის ხელშეკრულება გააფორმა. გილოცავთ ამ წარმატებას!საქართველო ბუნებრივად არის ევროპული კულტურის ნაწილი; ევროპული ფასეულობები ჩვენთვის ბუნებრივად მისაღებიდა გასაზიარებელია. ჩვენ ვიყავით არა უბრალოდ ამ კულტურის ნაწილი, არამედ მისი თანაშემოქმედიც საუკუნეებისგანმავლობაში.დღეს ჩვენ ვხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელშიც დიდსა და მცირე ერს ერთნაირად ეძლევა შესაძლებლობაგანავითაროს თავისი კულტურა, სახელმწიფოებრიობა, უნიკალურობა. ასოცირების ხელშეკრულებამ ამ ერთა ოჯახთან ძალიან ახლოს მიგვიყვანა. ასოცირების ხელშეკრულება მნიშვნელოვანიაარის იმითაც, რომ მისი სიკეთე აისახება ყველა მოქალაქის, თითოული ოჯახის ცხოვრებაზე.უპირველესად, ჩვენ ვხდებით უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, კრიზისების რეაგირების ევროპული სისტემისშემადგენელი, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ რეფორმები, რომლებსაც ჩვენგანვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტად გახდის სოციალურადორიენტირებულს, ჩვენ სახელმწიფოს კი, თავის მხრივ - უფრო დემოკრატიულს და უფრო მეტად ორიენტირებულს თითომოქალაქეზე",_განაცხადა მარგველაშვილმა.