საბროკერო კომპანია MFX Broker Georgia -ს ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე საშუალოდ 2000 -5000 დოლარის ფარგლებში ვაჭრობენ. კომპანიის ხელმძღვანელის, მარგო ჟიზნევსკაიას განმარტებით, ყოფილა შემთხვევები როდესაც კლიენტს 0,5 მლნ ლარითაც უვაჭრია, თუმცა საშუალო თანხა, რითაც საქართველოში ვაჭრობენ 2000 -5000 დოლარია. ჟიზნევსკაიას განმარტებით, ქართულ ბაზარზე ყველაზე მეტად ევრო/ დოლარზე ვაჭრობენ, ხოლო მის შემდგომ კი ქართველ მომხმარებლებს ოქროთი ვაჭრობა მოსწონთ.
„მათ შორის სხვაობა კი ისაა, რომ ოქროს მოძრაობები არის ძალიან დიდი - თუ დოლარი ან ევრო შეიძლება გაიზარდოს 20 პუნქტით, ოქრო შესაძლოა გაიზარდოს 500 პუნქტით", -განმარტავს ჟიზნევსკაია.
აღსანიშნავია, რომ MFX Broker Georgia საქართველოში გაფართოებას გეგმავს და რამდენიმე დღეში ოფისს ქუთაისში გახსნის. ქუთაისის შემდეგ კომპანიის ოფისი უკვე ბათუმში გაიხსნება.
მარგო ჟიზნევსკაიას განმარტებით, კომპანია საქართველოში Forex -ის პროდუქციის განვითარებაზე 9 თვეა რაც ზრუნავს და ამ ხნის განმავლობაში განმავლობაში კი მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 150000 დოლარი შეადგინა.
ჟიზნევსკაიას თქმით, Forex -ის ბაზარი საქართველოში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვითარდება, ზოგ შემთხვევაში MFX Broker Georgia პირველია, იგივე ბონუსების პროგრამით, რომელიც არცერთ კონკურენტს არ აქვს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ახალ მომხმარებელს მოიყვანს, მას ბონუსები ერიცხება. ჟიზნევსკაის თქმით, კომპანია პერიოდულად მართავს ტრენინგებს , ამ დრომდე კი 2700 კაცზე მეტი ჰყავთ დატრენინგებული .
შეგახსენებთ, რომ ქართულ ბაზარზე, სავალუტო ბაზრის მსოფლიოში ცნობილი ბროკერი - კომპანია Master Forex-ი 2013 წლის მეორე ნახევარში შემოვიდა. საქართველოში Master Forex -ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია MFX Group Georgia -ა, რომელიც თავის მხრივ ემსახურება როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ კლიენტებს. MFX Group -ის ოფისი თბილისში „პიქსელის" შენობაშია განთავსებული , რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფასო კონსულტაციებს უწევს.
კომპანია უკვე 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის დსთ-ს ქვეყნებში. კომპანიის ინფორმაციითვე, ისინი ბიზნესის გაფართოებას და ახალ ბაზრებზე შესვლას გეგმავენ და სწორედ ამ მიზნით კომპანიამ საკუთარი წარმომადგენლობა საქართველოშიც დააფუძნა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას გააჩნია საბაზრო ეკონომიკასთან მუშაობის გამოცდილება, ბიზნეს-გეგმები დასაწყისისთვის, კრეატიული მიდგომა სწავლისთვის.
რაც შეეხება თავად „მასტერ ფორექსი"-ს მფლობელს, იგორ ვოლკოვმა 20 წლის ასაკში გახსნა კომპანია „მასტერ ფორექსი"-ს სადილინგო ცენტრი. ორი წლის შემდეგ „მასტერ ფორექსი" შევიდა MFX Group-კომპანიების ჯგუფში. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები არის: საინვესტიციო საქმიანობა, ფინანსური კონსულტაციები, სამშენებლო ბიზნესი, სპონსორობა და ქველმოქმედება. „რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების საუკეთესო ბროკერი-2010" . ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიზე FOREX EXPO AWARD კომპანია „მასტერ ფორექსმა" მიიღო ჯილდო როგორც საუკეთესო მიკრო-ფორექს ბროკერი. „ყველაზე სწრაფად ზრდადი ბროკერი აზიაში-2011. 2013 წლის მაისში კომპანია იყო გამოცხადებული გამარჯვებულად ერთდროულად 3 ნომინაციაში: „საუკეთესო საპარტნიორო პროგრამები", „საუკეთესო ისლამური ბროკერი", „საუკეთესო მიკრო ბროკერი".