,,სიმბოლურია, რომ სამივე ქვეყანა ერთ დღეს ვაწერთ ხელს ამ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას", _განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელმოწერის ცერემონიამდე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებების ხელმოწერა ხელს შეუწყობს სამივე ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
,,ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად მივულოცო ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს, ჩემს კოლეგებს ასოცირების შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან. ვფიქრობ, სიმბოლურია, რომ სამივე ქვეყანა ერთ დღეს ვაწერთ ხელს ამ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას, რომელიც არა მარტო ევროკავშირთან დაგვაახლოებს, არამედ საფუძველს უყრის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.ჩვენ ქვეყნები ხდებიან ევროპული ოჯახის წევრები", _განაცხადა ღარიბაშვილმა.