,,ჩვენ არ ვეძებთ ხელმომწერ სამ პარტნიორ ქვეყანასთან რაიმე განსაკუთრებულ ურთიერთობას", _განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ხელმოწერის ცერემონიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განცხადებით, ევროკავშირი კარს უღებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას რათა ისინი სამომავლოდ გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები.
,,ჩვენ კარს ვაღებთ რათა ისინი გავხადოთ ჩვენი სამომავლო წევრები, რათა ჩამოყალიბდეს კონკურენტული ურთიერთობა არსებულ ქვეყნებსა და შეჯიბრის სახით მოხდეს მათი ჩართვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან", _განაცხადა ბაროზომ.