ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი ევროკავშირთან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის ბრწყინვალე დღე ევროპისთვის. როგორც რომპეიმ ხელმოწერის ცერემონიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სამივე ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას, რათა განავითაროს დემოკრატიული ღირებულებები.
,,ეს სამი ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას და აღრმავებენ დემოკრატიის ღირებულებებს. Eევროპა ყოველთვის მხარს გიჭერთ თქვენ რაშიც იგულისხმება ტექნიკური, პოლიტიკური მხარდაჭერა. Aასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით იხსნება ევროპის ბაზარი, რომელიც არის ერთ-ერთი დიდი ბაზარი და მოლდოვა უკვე შეუერთდა ამ ბაზარს. Aასოცირების ხელშეკრულებამ უნდა განავითაროს ურთიერობა ხელმომწერ სახელმწიფოსა და ევროპას შორის", _განაცხადა რომპეიმ.
მისივე განცხადებით, ევროპა აღიარებს სამივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
,,ევროპა აღიარებს თქვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი გვერდზე უდგას ამ ქვეყნებს და იმისთვის რომ გავაქარწყლოთ გაუგებრობები და ჩამოვაყალიბოთ მტკიცე ურთიერთობები უნდა შევქმნათ ევროპული მყარი კონტინენტი. Eეს არის ბრწყინვალე დღეს ევროპისთვის", _განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.