დღეს, 27 ივნისს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.
ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან ხელს ევროკავშირის ხელმძღვანელობა, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი მოაწერენ.
საქართველოს მხრიდან კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, ადგილობრივი დროით, 09:00 საათზე გაიმართება.
პროცედურის მიხედვით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.