შსს დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მას სიცრუეს უწოდებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" უწყებაში განუცხადეს მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
,,ეს არის ცრუ ინფორმაცია. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია",- აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ ,ნაცმოძრაობის" დეპუტატი ირმა ნადირაშვილი შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს, სასჯელაღსრულების სამინისტროს, სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილსა და ვიცე-პრემიერს კახა კალაძეს მიმართავს წარსულში არაერთხელ ნასამართლევი რომან ბარბაქაძესთან დაკავშირებით.
,,უკრაინულმა პრესამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 5 დღის წინ უკრაინაში დააკავეს ქართველი კანონიერი ქურდი, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი რომან ბარბაქაძე, მეტსახელად "რემენა". დაკავების დროს მან უკრაინელ სამართალდამცავებს წარუდგინა ყირგიზეთის მოქალაქის, რამინა ალხაზოვის პასპორტი. დაკავების შესახებ უკრაინის მილიციამ აცნობა საქართველოს საკონსულოს და კიევის შევჩენკოს რაიონის საიმიგრაციო სამსახურმა ის გამოადეპორტა დროებითი მოწმობით.ჩვენ დამატებით მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომელსაც გაგაცნობთ: მისი ავიაბილეთის ნომერი იყო 566-2401199315; რეისის ნომერი Pშ 517; თვითმფრინავი გამოფრინდა ბორისპოლის ტერმინალიდან 21 ივნისს 19:35 საათზე.თბილისში მოვლენები ასე განვითარდა:რომან ბარბაქაძეს აეროპორტში ელოდებოდა კრიმინალური პოლიცია, რომ გაეტარებინა კანონით გათვალსიწინებული ზომები და დაეკავებინა, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი.თვითმფრინავის დაჯდომის მომენტში აეროპორტში გამოჩნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები. მათ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ასრულებდნენ ვიცე-პრემიერ კახი კალაძის დავალებას: კერძოდ, მათი თქმით, "რემენა" იყო არა კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი.შსს გენერალურმა ინსპექციამ ძებნილი პირი თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა და რომან ბარბაზაძე ისე გაიყვანა აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც კი არ ფიქსირდება.შეკითხვით მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: როდესაც ისინი ორიენტირებულნი არიან ყველა ღონისძიების და ჩატარებული ოპერაციის მაქსიმალურ გაშუქებაზე, რატომ არ მიაწოდეს საზოგადოებას ინფორმაცია კანონიერი ქურდის დეპორტაციის თაობაზე?შეკითხვით მივმართავთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს: იმყოფება თუ არა აღნიშნული პიროვნება სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში?
ჩვენი ინფორმაციით, "რემენა" დაკავებული არაა და სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელიათ. ხოვნით მივმართავთ სახალხო დამცველს, გამოიყენოს თავისი დისკრეცია 24-საათიანი მონიტორინგის შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია ამ ადამიანის ადგილსამყოფელის შესახებ.შეკითხვით მივმართავთ ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს:- იცნობს თუ არა კანონიერ ქურდ "რემენას" და რა კავშირი აქვს მასთან", _განაცხადა ნადირაშვილმა.