ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ნაცვლად “ქართული კოშმარი” რუსეთსა და ბელარუსში ახდენს ინტეგრაციას. ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე წერს.
“დამოუკიდებლობის დღემდე ცოტა ხნით ადრე “ქართული ოცნება” რუსეთისადმი თავისი ერთგულების დემონსტრირებას ახდენს. ქვეყნის შიგნით რუსული ოკუპაციის გავრცელების სულ უფრო და უფრო მეტი ნიშანია. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ნაცვლად “ქართული კოშმარი” რუსეთსა და ბელარუსში ახდენს ინტეგრაციას”, - წერს პავილიონისი.